სიახლეები
- მთავარი
- /
- სიახლეები
- /
- მედიცინის სკოლა
- /
- პირველადი სამედიცინო დახმარების მასტერკლასი აბიტურიენტებისთვის
- 20/05/2024
პირველადი სამედიცინო დახმარების მასტერკლასი აბიტურიენტებისთვის
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) აბიტურიენტებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების ორდღიანი უფასო მასტერკლასი ჩაატარა.
IBSU-ს დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიურმა პერსონალმა აბიტურიენტებს ასწავლეს პირველადი სამედიცინო დახმარების ტექნიკები, მათ შორის: სასიცოცხლო ნიშნების შეფასების მეთოდები, სიცოცხლის ბაზისური ალგორითმი, უცხო სხეულის გადმოვარდნის ტექნიკა, ინტრავენური ინიექციის ტექნიკა და პირველადი დახმარება სისხლდენების დროს.
მასტერკლასის მეორე დღეს ჩატარდა OSCE-ის სცენარებით გავლილი მასალის პრაქტიკული გამოყენება. 10 საუკეთესო შედეგის მქონე აბიტურიენტმა IBSU-ს 1000-ლარიანი ვაუჩერი მიიღო.