შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ქართულენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის სრული აკრედიტაცია მიიღო.
განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის პროგრამა მიზნად ისახავს მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფართო ცოდნითა და კომპეტენციებით, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით, რომლებიც კონკურენციაში შევლენ პიარის ინდუსტრიაში.
პროგრამა სტუდენტებს უვითარებს უნარ-ჩვევებს, თუ როგორ და რა სტრატეგიებით ჩამოაყალიბონ ორგანიზაციასა და საზოგადოებას შორის ნდობა, ლოიალობა, შეაფასონ საზოგადოებრივი დამოკიდებულება და შექმნას გრძელვადიანი კეთილგანწყობა. შეიმუშაონ/მართონ ეფექტური კომუნიკაცია და კამპანიები.
საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამაზე პირველკურსელებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2025 წლის სექტემბერში მიიღებს.