განცხადებები

  1. მთავარი
  2. /
  3. განცხადებები
  4. /
  5. პირველკურსელთა რეგისტრაცია
29/08/2024

პირველკურსელთა რეგისტრაცია

პირველკურსელთა საყურადღებოდ!

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამების პირველკურსელთა საბუთების მიღება:

  • 2 სექტემბერი 14:00 – 17:00 საათი
  • 3 სექტემბერი 10:00 – 17:00 საათი (შესვენება 13:00-14:00 სთ)
  • 4 სექტემბერი 10:00 – 17:00 საათი (შესვენება 13:00-14:00 სთ)

მისამართი: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ. N2

პირველკურსელებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • ატესტატი (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი);
  • პირადობის მოწმობის ქსეროასლი. დედანი თან უნდა იქონიოთ;
  • 2 ცალი ფოტოსურათი 3X4 დაბეჭდილი და ელექტრონულად CD ან DVD-ზე;
  • ვაჟებისათვის, წვევამდელის სამხედრო სააღრიცხვო მოწმობის ქსეროასლი (დედანი თან იქონიეთ).

ოქროს მედალოსნებმა შესაბამისი ცნობა უნდა მოიტანოთ სკოლიდან!

სწავლა დაიწყება 9 სექტემბერს.

გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელსა და ბედნიერ სტუდენტურ ცხოვრებას!