სიახლეები
- მთავარი
- /
- IBSU ბლოგი
- /
- #ErasmusStudent: მზიკო კვინიკაძე | ლიეპაიას...
- 20/02/2023
#ErasmusStudent: მზიკო კვინიკაძე | ლიეპაიას ტექნიკური უნივერსიტეტი
IBSU-ს საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის მესამე კურსის სტუდენტი მზიკო კვინიკაძე Erasmus Plus-ის ფარგლებში ლატვიის ქალაქ ლიეპაიაში ათდღიან ტრენინგს დაესწრო თემაზე “What Is Youth Research.”
“ეს ჩემი რიგით მეხუთე ერაზმუს პლუსის გაცვლითი პროგრამა იყო, რომლის ფარგლებში ტრენერებმა გაგვაცნეს კვლევის ტიპები, საკვლევი თემის და სამიზნე აუდიტორიის შერჩევის კრიტერიუმები, გაგვიზიარეს პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება. სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეები აქტიურად ვიყავით ჩართული პრაქტიკულ სამუშაოებშიც. ასევე ვეწვიეთ ლიეპაიას ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მუნიციპალიტეტს, სადაც იქ არსებულ პრობლემებზე კვლევა გაგვაცნეს, თუ რა სურთ ადგილობრივ ახალგაზრდებს და როგორ ეხმარება მათ მუნიციპალიტეტი. ვიზიტის ფარგლებში მოვაწყვეთ კულტურის დღე, სადაც 30 სტუდენტს ექვსი სხვადასხვა ქვეყნიდან გავაცანით ჩვენი ქვეყანა.”