სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. IBSU ბლოგი
  4. /
  5. #ERASMUS: ანი პაპაშვილი | პოლონეთი
#ERASMUS: ანი პაპაშვილი | პოლონეთი
  • 20/01/2022

#ERASMUS: ანი პაპაშვილი | პოლონეთი

Erasmus + ის Youth exchange პროგრამით ვიყავი პოლონეთში. პროექტის განმავლობაში განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორებიცაა ლიდერობა, მენტორინგი, კომუნიკაცია და ხელმძღვანელის უნარ – ჩვევები.

საბედნიეროდ მომეცა შესაძლებლობა, რომ უკრაინის, ესპანეთის, საქართველოს, სომხეთისა და პოლონეთის ახალგაზრდა ტრენერებთან გამეზიარებინა ჩემი გამოცდილება და წარმედგინა ჩემ მიერ დაარსებული შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალგაზრდა ლიდერთა კლუბი. კლუბის  მიზანია სტუდენტების ცხოვრების გამრავალფეროვნება სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობებით, ლიდერობის საკითხებზე შეხვედრებისა და კონფერენციების მოწყობით. ჩემთვის მსგავსი პროექტები არის უფრო მეტი ვიდრე სწავლა, ეს არის შესაძლებლობა,“ რომ უკეთ გაიცნო საკუთარი თავი, უკეთ აღმოაჩინო შენი სუსტი და ძლიერი მხარეები, შეისწავლო ახალი ენა და კულტურა, შეხვდე უამრავ საინტერესო ადამიანს, შეიძინო ახალი მეგობრები, იმოგზაურო და განვითარდე, როგორც კარიერულად, ასევე პიროვნულად.