სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. IBSU-მ მოსწავლეებისთვის უფასო ტრენინგი ‘მოლაპარაკების...
IBSU-მ მოსწავლეებისთვის უფასო ტრენინგი ‘მოლაპარაკების ხელოვნება’ ჩაატარა
  • 27/01/2025

IBSU-მ მოსწავლეებისთვის უფასო ტრენინგი ‘მოლაპარაკების ხელოვნება’ ჩაატარა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო ტრენინგი ‘მოლაპარაკების ხელოვნება’ ჩაატარა.

IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამების ლექტორმა, დავით ბრაგვაძემ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს გააცნო მოლაპარაკების უნარები, რეალურ მაგალითებზე დამყარებული სტრატეგიები და წარმატებული ლიდერების მიდგომები კონფლიქტების მოგვარების პროცესში.

სალექციო ნაწილთან ერთად, პროექტის ფარგლებში გაიმართა კინოჩვენება-დისკუსია საერთაშორისო მოლაპარაკების თემაზე.