- Home
- /
- MIT x IBSU
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის ცენტრის მიზანია მხარი დაუჭიროს საუნივერსიტეტო სივრცეში ინოვაციური და სამეწარმეო შესაძლებლობების განვითარებას და ორიენტირებულია სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა ინიციატივების მხარდაჭერასა და განვითარებაზე.
ცენტრის სერვისები სტუდენტებისთვის მოიცავს:
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) და მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური ინსტიტუტი – Massachusetts Institute of Technology (MIT) – პარტნიორები არიან. ეს თანამშრომლობა ჩვენს სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, ინტეგრირდნენ მსოფლიოს ყველაზე ძლიერ სამეწარმეო და ინოვაციურ ეკოსისტემაში.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (MIT) მსოფლიო ინოვაციების უდავო ლიდერია და მისი სამეწარმეო მოდელი აღიარებულია მსოფლიო სტანდარტად. ინსტიტუტის კურსდამთავრებულების მიერ დაარსებული 30 000-ზე მეტი აქტიური კომპანია (მათ შორის, Intel, Moderna, Dropbox, AMD) ქმნის 4.6 მილიონზე მეტ სამუშაო ადგილს, მათი ჯამური წლიური შემოსავალი კი $2 ტრილიონს აჭარბებს, რაც მსოფლიოს მე-10 უმსხვილესი ეკონომიკის ტოლფასია. ინსტიტუტის ვენჩერული ფონდი The Engine ამჟამად ორიენტირებულია “Tough Tech” მიმართულებაზე. ეს ეკოსისტემა ამტკიცებს, რომ MIT არ არის მხოლოდ სასწავლებელი, არამედ გლობალური ეკონომიკური ძრავა, რომელიც სამეცნიერო აღმოჩენებს რეალურ, მაღალტექნოლოგიურ ბიზნეს-იმპერიებად გარდაქმნის.
ინსტიტუტი სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ პლატფორმებს იდეების კომერციალიზაციისთვის:
MIT-ში დატრენინგებული ლექტორები
IBSU-ს აკადემიური პერსონალი რეგულარულად გადის გადამზადებას მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT), რაც საქართველოში სწავლების ინოვაციური მეთოდების მუდმივ დანერგვას უზრუნველყოფს
IBSU-ს სტუდენტები აშშ-ში
IBSU-ს სტუდენტები, სრული დაფინანსებით, მონაწილეობენ MIT-ის სამკვირიან StartMIT მეწარმეობის პროგრამაში, სადაც ამერიკელი მენტორები MIT-ის კამპუსში მათ საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.
უწყვეტი წვდომა MIT Orbit-ზე
IBSU-ს სტუდენტებსა და ლექტორებს აქვთ ულიმიტო წვდომა MIT Orbit-ზე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მძლავრი სამეწარმეო და ინოვაციურ პლატფორმაა.
საერთაშორისო სერტიფიცირება
IBSU-ში სწავლება მიმდინარეობს MIT-ის მოდულებით, რაც სტუდენტებს აძლევთ შესაძლებლობას, მიიღონ შესაბამისი სერტიფიკატი.
ხელოვნური ინტელექტი ყველა სტუდენტისთვის
IBSU-ში ყველა სტუდენტი MIT-ის ონლაინ პლატფორმაზე სწავლობს ხელოვნურ ინტელექტს: AI ბიზნესში, AI მედიცინაში, AI ტექნოლოგიებში, AI მენეჯმენტში, AI მედიაში და ა.შ. AI განათლება ინტეგრირებულია უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებშიც.
MIT-ში IBSU-ს სრული დაფინანსებით იმყოფებოდა კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ანი მერაბიშვილი, რომელიც მონაწილეობდა StartMIT-ის პროგრამაში.


როგორც კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტისთვის, ჩემთვის MIT არის ინოვაციების ადგილი, სადაც ტექნოლოგიური იდეები ბიზნეს მოდელებად იქცევა.
StartMIT არის სტარტაპ აქსელერაციის პროგრამა, სადაც მეწარმეობაში გამოცდილი და პროფესიონალი სპიკერები გვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და გვასწავლიან, როგორ განვავითაროთ სტარტაპი, იდეიდან ამოქმედების ეტაპამდე. პროგრამის ფარგლებში განხილული ყველა თემა ძალიან საინტერესო იყო. განსაკუთრებით გამოვარჩევდი სამიზნე აუდიტორიის შერჩევას, Product Market Fit (PMF)-ს და ფიჩინგის ნაწილს.
MIT-მა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. სპიკერები თავიანთ სფეროში ერთ – ერთი საუკეთესო და წარმატებული ფიგურები იყვნენ, რაც მათთან ურთიერთობას განსაკუთრებით ღირებულს ხდიდა.
ძალიან მომეწონა მათი უშუალო დამოკიდებულება, თითოეული მათგანი გვიზიარებდა საკუთარ გამოცდილებას, მარცხს, განვლილ გზასა და მიღწეულ წარმატებებს. მათი ისტორიების მოსმენამ და თავისუფალმა კითხვა-პასუხის ფორმატმა მასწავლა, როგორ ავირიდო პოტენციური შეცდომები თავიდან და ვიყო უფრო თანმიმდევრული სტარტაპის განვითარების პროცესში.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი MIT-თან პარტნიორობის ფარგლებში სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას ჰქონდეთ ულიმიტო წვდომა MIT-ის ციფრულ პლატფორმაზე – ORBIT, რომელიც წარმოადგენს მეწარმეობისა და სტარტაპების განვითარებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ საგანმანათლებლო და პრაქტიკულ ინსტრუმენტს მსოფლიოში.
ORBIT არის Massachusetts Institute of Technology (MIT)-ის მიერ შექმნილი ციფრული მეწარმეობის პლატფორმა, რომელიც ორიენტირებულია ტექნოლოგიურ სტარტაპებთან დაკავშირებით ცოდნის სწრაფად მიღებაზე. იგი მიზნად ისახავს იდეის ფორმირებიდან ბაზარზე გასვლამდე პროცესის სტრუქტურირებას, რისკების დროულ იდენტიფიცირებას და სტრატეგიული ნაბიჯების დაგეგმვას.
რა შესაძლებლობებს ქმნის ORBIT პლატფორმა IBSU-ს სტუდენტებისა და ლექტორებისთვის?
პლატფორმა აერთიანებს მსოფლიო დონის ცოდნასა და ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებს, რომლებიც ხელმისაწვდომია ნებისმიერ ეტაპზე მყოფი სტარტაპისთვის:
IBSU-ს მისიაა, ხელი შეუწყოს საქართველოში სამეწარმეო კულტურის განვითარებას. MIT-თან პარტნიორობა და ORBIT-ის პლატფორმის დანერგვა IBSU-ს სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს აძლევს უნიკალურ კონკურენტულ უპირატესობას – შექმნან გლობალურ ბაზარზე ორიენტირებული ბიზნესი საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით.
იდეათონი ცვლილებები ციფრული განათლებისთვის – იდეათონი „ცვლილებები ციფრული განათლებისთვის“ წარმატებით გაიმართა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით. ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში, შერჩეულმა სტუდენტურმა გუნდებმა იმუშავეს ციფრული განათლების განვითარებაზე, შეიმუშავეს ინოვაციური იდეები და წარადგინეს ჟიურის წინაშე. მონაწილეებს მენტორობა გაუწიეს სხვადასხვა დარგის სპეციალისტებმა, რაც დაეხმარათ იდეების დახვეწასა და სამომავლო სტარტაპებად განვითარებაში. სტუდენტებმა განიხილეს განათლების სფეროში არსებული გამოწვევები და შეიმუშავეს ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, რომლებიც შეიძლება ფართოდ იქნეს გამოყენებული.
UNI4VERSE – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის ცენტრმა წარმატებით მიიღო მონაწილეობა საუნივერსიტეტო სტარტაპ კონკურსში UNI4VERSE, რომელიც გაიმართა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით. პროექტის მიზანი იყო უნივერსიტეტებისა და სტუდენტების ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართ დაინტერესების ზრდა. შიდა კონკურსის ფარგლებში სტუდენტებმა იმუშავეს კონკრეტული საპროექტო თემის გარშემო, მოახდინეს მათი იდეების განვითარება და სწორი პოზიციონირება. მონაწილე გუნდებმა წარმოადგინეს გადაწყვეტები მწვანე ეკონომიკისა და განახლებადი რესურსების მიმართულებით. განხილული საკითხები მოიცავდა მზისა და თბური ენერგიის ეფექტიანობის გაზრდას, ნარჩენების ენერგეტიკულ გამოყენებას, ენერგიის მოხმარების მონიტორინგს, სამშენებლო ნარჩენების გადამუშავებასა და მწვანე მობილობის გაუმჯობესებას. კონკურსის მიმდინარეობისას სტუდენტებს მენტორობა გაუწიეს სხვადასხვა დარგის სპეციალისტებმა, რაც დაეხმარათ იდეების დახვეწასა და შემდგომ განვითარებაში.
სტარტაპერებთან შეხვედრები – არის ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის ცენტრის რეგულარული შეხვედრების ნაწილი, სადაც სტუდენტები და დამწყები მეწარმეები წარმატებულ სტარტაპერებთან ერთად პრაქტიკულ გამოცდილებას იზიარებენ. ეს შეხვედრები მუდმივი პროცესია და ჩვენ მუდმივად ვახდენთ ახალი ინსპირაციული ისტორიების, რეალური ბიზნესგამოცდილებებისა და ღირებული კონტაქტების უზრუნველყოფას. ინტერაქტიული ფორმატის წყალობით, მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა დასვან კითხვები, განიხილონ თავიანთი იდეები და მიიღონ პრაქტიკული რჩევები მათთვის, ვისაც სტარტაპ ეკოსისტემაში წინსვლა სურს.
პარტნიორობა Startup Grind Georgia-სთან – არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის ცენტრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებისკენ. თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტებს და დამწყებ მეწარმეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა ჩაერთონ საერთაშორისო ქსელში, დაესწრონ ინსპირაციულ ღონისძიებებს, გაიცნონ წარმატებული მეწარმეები და მიიღონ პრაქტიკული ცოდნა. ეს პარტნიორობა ხელს უწყობს უნივერსიტეტის სტარტაპ კულტურის განვითარებას და სტუდენტებს რეალურ კავშირებს უქმნის ბიზნესის სამყაროსთან.
სტარტაპ საათი არის ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის ცენტრის ინიციატივა, რომელიც ეხმარება სტუდენტებს თავიანთი ბიზნეს იდეების განვითარებაში. ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია მიიღო პროფესიონალური კონსულტაციები, იპოვო ინსპირაცია და გადადგა პირველი ნაბიჯები შენი სტარტაპის დასაწყებად.
რას გაძლევს სტარტაპ საათი?
ვისთვის არის ეს?
თუ ხარ სტუდენტი, რომელსაც აქვს იდეა, ბიზნეს პროექტი ან უბრალოდ სურვილი, განავითარო შენი ინოვაციური ხედვა, სტარტაპ საათი შენთვისაა!
აირჩიე შენთვის სასურველი დრო და დაჯავშნე შეხვედრა ახლავე.
საკონტაქტო მეილი: iec@ibsu.edu.ge
საკონტაქტო ნომერი: 0322 800 064 (205)
დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, 2, თბილისი 0159, საქართველო