ინგა ტყემალაძე

ელ-ფოსტა: itkemaladze@ibsu.edu.ge

ინგა ტყემალაძე ამჟამად  არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის  აფილირებული ასოცირებული პროფესორი და  გამოცდილი ლინგვისტი და მეთოდისტი, რომელსაც აქვს ოც წელზე მეტი  სამუშაო გამოცდილება სწავლებისა და კვლევის  სფეროებში.

ინგა ტყემალაძეს სასწავლო კურსი გავლილი აქვს დიჟონის უნივერსიტეტში (საფრანგეთი) და დღემდე აქტიურად მონაწილეობს საერთაშრისო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ სასწავლო შეხვედრებში, სტაჟირებებსა თუ ტრენინგებში. მას მინიჭებული აქვს მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

მისი კარიერა გამორჩეულია საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული ნაშრომებით, ფრანგული ენის სწავლებისა და  გამოყენებითი ლინგვისტიკის, შედარებითი ტიპოლოგიის მიმართულებით. 

ინგა ტყემალაძის კვლევები დაფუძნებულია ენათა შეპირისპირებითი ანალიზის,  სოციოლინგვისტიკის, კულტურათაშორის კომუნიკაციას, თარგმანთან დაკავშირებულ პრობლემებზე და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთ საკვანძო საკითხებს, რომლებიც ხელს უწყობენ ფრანგული ენის, როგორც მეორე უცხოური ენის სწავლების პროცესს.

ინგა ტყემალაძე აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. ის არის რამდენიმე საბაკალავრო  ნაშრომის ხელმძღვანელი და  სადოქტორო დისერტაციის  რეცენზენტი.

ინგა ტყემალაძე  აქტიურად თანამშრომლობს ფრანკოფონულ ორგანიზაციებთან, თბილისის ფრანგულ ინსიტუტთან.  2019 წლიდან  არის AUF-ფრანკოფონული საუნივერსიტეტო სააგენტოს პროექტების კოორდინატორი და ამავე ორგანიზაციის ტრენერი. 

 

საზღვარგარეთ გამოქვეყნებული საკონფერენციო სტატიები 
  • ”რძის პროდუქტების შემცველი ფრანგული და ქართული ფრაზეოლოგიური ერთეულების შეპირისპირებითი ანალიზი” – საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: გასტრონომიისა და ოენოლოგიის პროფესიული ტერმინები: ღვინო და სხვა პროდუქტები, ინსბრუკის უნივერსიტეტი, ავსტრია, გამომცემლობა: Frank & Timme, გერმანია, 2022, გვ.347-369
  • ”ადამიანის სახელებიანი კერძების სახელწოდებების ეტიმოლოგია და კლასიფიკაცია ქართულ და ფრანგულ ენებში”- საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: გასტრონომიისა და ოენოლოგიის პროფესიული ტერმინები: მემკვიდრეობა და კულტურული ასპექტები ტურის უნივერსიტეტი, საფრანგეთი, გამომცემლობა: L’Harmattan, 2020, გვ. 39-54 .
  • ”ფრანგული ანდაზების კომუნიკაციაში გამოყენების პრობლემატიკა”- საერთაშორისო კონფერენცია ევროპული საზოგადოება ფრაზეოლოგიისთვის, “სიტყვათა კომბინაციები ენათმეცნიერულ სისტემაში და მათი ენაში გამოყენება: თეორიული, მეთოდოლოგიური და ინტეგრირებული მიდგომები”, ევროფრაზ 2016, ტრიერის უნივერსიტეტი, გერმანია, გამომცემლობა: Wydzial Filologiczmy, ბილაისტოკის უნივერსიტეტი, პოლონეთი, 2020, ტომი#4, გვ. 245-259
  • ”მიზეზობითი კავშირები ფრანგულ და ქართულ ენებში” – მეორე საერთაშორისო კონფერენცია: „კონცეპტი მიზეზი და გრამატიკა“, სორბონის უნივერსიტეტი, პარიზი, საფრანგეთი, უნივერსიტეტის შრომები, 2020, გვ. 136-146
  • ”ფრანგული და ქართული სარეკლამო სლოგანების ფორმა და შინაარსი” – საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: კომერციული ონომასტიკის ლექსიკალიზაცია: შექმნა, გავრცელება, ინტეგრირება, ნეაპოლის უნივერსიტეტი, იტალია, 2019, გამომცემლობა: Peter Lang, ბრიუსელი, ბელგია, გვ. 551-566
  • ”კონცეპტ “ღვინის” შემცველი ფრაზოლოგიური ერთეულების შედარებითი კვლევა ქართულ და ფრანგულ ენებში”-საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: გასტრონომიისა და ოენოლოგიის პროფესიული ტერმინები: მნიშვნელობასა და გამოცდილებას შორის, რემსის უნივერსიტეტი, საფრანგეთი, 2018, გვ. 167-179.
  • ”ფრანგული ენის მასწავლებლის პროფესია, საგანმანათლებლო და ლინგვისტური პოლიტიკა საქართველოში” – ფრანგულის მასწავლებლების მე-14 მსოფლიო კონგრესი ”ფრანგული  მგზნებარე ენა”, ლიეჟის უნივერსიტეტი, ბელგია, 2018, გვ. 313-322 .
საქართველოში გამოქვეყნებული საკონფერენციო სტატიები
  • „კონცეპტი ენის ცრუ მეგობრები თარგმანის სირთულეები ფრანგულსა და ინგლისურს ენებს შორის“- მეცამეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის შრომები, 2023, თბილისი, გვ..225-234
  • „სატირისა და იუმორის ენობრივი მახასიათებლები ინგლისურ, ფრანგულ და ქართულ ანიმაციურ ფილმებში“- მეთერთმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის შრომები, 2021, თბილისი, გვ.177-184.
  • „გენდერული ლექსიკის ლინგვისტური მახასიათებლები ინგლისურ და ფრანგულ პარემიოლოგიაში“ – მეცხრე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის შრომები, 2019, თბილისი, გვ.175-183.
  • „ადამიანის ქცევისა და მდგომარეობის შემცველი კონცეპტების გასტრონომიული და ფრაზეოლოგიური ერთეულები ფრანგულ ენაში“ – მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კულტურათაშორისი დიალოგები“, ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის კრებული, 2019, თელავი, გვ. 506-513.
  • ”კულტურული ასპექტების შემცველი ინგლისური და ფრანგული ენების ანდაზური ენა ” – მერვე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის შრომები, 2018, თბილისი, გვ.147-158.
  • „ონომასტიკური ერთეულები ინგლისურ და ფრანგულ ენებში”- მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კულტურათაშორისი დიალოგები“, ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის კრებული, 2017, თელავი, გვ. 556-560.
  • ”ინგლისური, ფრანგული და ქართული რეკლამების ენა” – მეშვიდე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის შრომები, 2017, თბილისი, გვ. 433-442.

სალექციო კურსების კატალოგი