საერთაშორისო ურთიერთობები
პროფესორმა თამარ შიოშვილმა საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
26/01/2022
IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი დოქტ. თამარ შიოშვილი მონაწილეობდა კონფერენციაში „რეგიონული ცოდნის გაცვლა საერთაშორისო განათლების გაფართოებისთვის.“
პროფ. თამარმა ისაუბრა ამერიკისმცოდნეობის პროგრამის უნიკალურობასა და მნიშვნელობაზე ქართულ-ამერიკული 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის კონტექსტში, რასაც ემსახურება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოქმედი ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები.
კონფერენცია ჩატარდა ილიას უნივერსიტეტში, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, აშშ-ს საელჩოების თბილისსა და ბაქოში ორგანიზებით.
![](https://iro.ibsu.edu.ge/storage/2024/07/272710590_4557020554427381_7298952801084447511_n-1-1024x660.jpg)