საერთაშორისო ურთიერთობები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. “გარბენი უკრაინისთვის” – IBSU-ს სტუდენტები...

“გარბენი უკრაინისთვის” – IBSU-ს სტუდენტები უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე

06/05/2022

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები უკრაინის მხარდამჭერ კიდევ ერთ საქველმოქმედო აქციაში ჩაერთნენ – “გარბენი უკრაინისთვის”.

პროექტში მონაწილეობდნენ – ზუკა ჭანტურია, ილჰამ თამაზოღლი, ვახტანგ მანია, ნიკო მელიქიძე და პასკალ მასარი. აგრეთვე, IBSU-ს კურსდამთავრებული გურამ ჯაჯანიძე.

როგორც ცნობილია, გარბენში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 1500-მა ადამიანმა, შეგროვებული თანხა კი სრულად მოხმარდება ომით დაზარალებულ უკრაინელ ხალხს.