სიახლეები
- მთავარი
- /
- კარიერის დაგეგმვის სამსახური
- /
- დასაქმების ფორუმი – TAV Georgia
- 23/02/2023
დასაქმების ფორუმი – TAV Georgia
მიმდინარე წლის 24 თებერვალს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia მართავს დასაქმების ფორუმს – ღია კარის დღეს – “დასაქმდი აეროპორტში”.
ფორუმი გაიმართება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში 10:00-18:00 საათამდე.
დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში არსებული ვაკანსიების შესახებ და დეტალურად გაეცნონ თავიანთ ფუნქცია-მოვალეობებს ამა თუ იმ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში.