სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. IBSU ბლოგი
  4. /
  5. #IBSUALUMNI: გიორგი გელიაშვილი | საერთაშორისო...
#IBSUALUMNI: გიორგი გელიაშვილი | საერთაშორისო ურთიერთობები
  • 11/02/2025

#IBSUALUMNI: გიორგი გელიაშვილი | საერთაშორისო ურთიერთობები

IBSU-ს კურსდამთავრებული გიორგი გელიაშვილი ფრანგულ-ამერიკულ უნივერსიტეტში The American College of The Mediterranean-ში ისწავლის.

“მოხარული ვარ, გაგიზიაროთ, რომ მოვიპოვე სრული დაფინანსება და ჩავირიცხე მაგისტრატურის საფეხურზე ფრანგულ-ამერიკულ უნივერსიტეტში The American College of the Mediterranean (ACM)-ში საერთაშორისო განათლების ადმინისტრირების პროგრამაზე. ამ პროგრამაზე სწავლით მომეცემა შესაძლებლობა, ვისწავლო ერთი სემესტრით ბარსელონაში, ესპანეთში, ხოლო შემდეგ ექს-ან-პროვანსში, საფრანგეთში და შევიძინო მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილება განათლების სფეროში.

IBSU-ში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით მიღებული ბაკალავრის ხარისხი, ასევე ჩემი სტაჟირებები აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივი დიპლომატიის განყოფილებაში და IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისში, დამეხმარა საერთაშორისო განათლების სფეროში ჩემი დაინტერესების განვითარებაში, და ახლა მზად ვარ ამ ახალ ეტაპზე გადასასვლელად. ასევე მივიღე სწავლის შემოთავაზება აშშ-ს Middlebury Institute of International Studies-დან, თუმცა ავირჩიე ACM სრული დაფინანსების და მისი ამერიკულ-ევროპულ ფოკუსიდან გამომდინარე.

ძალიან მიხარია, რომ IBSU-ს კურსდამთავრებული ვარ. უნივერსიტეტში მიღებული განათლება და საერთაშორისო გარემო, რომლის ნაწილიც მე ვიყავი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო ჩემი პროფესიული და პიროვნული განვითარებისათვის. ინგლისურენოვანი პროგრამები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი იყო თუ რატომაც ავირჩიე IBSU. ამ არჩევანმა საოცრად გამიმართლა.

საოცრად მადლობელი ვარ ამ ადამიანების და ასევე, ჩემი ჯგუფელების და ლექტორების IBSU-ში, რომლებთანაც საუკეთესო გამოცდილება და ბედნიერი მომენტები მაკავშირებს.