სტუდენტური გამოცდილება
- მთავარი
- /
- სტუდენტური გამოცდილება
- /
- გიორგი ჭაბუკიანი განათლების, ჰუმანიტარული და...
გიორგი ჭაბუკიანი განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სტუდენტი მონაწილეობდა The Global UGRAD-ის გაცვლით პროგრამაში
გიორგი IBSU-ის სტუდენტია, რომელიც ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობს Global UGRAD გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. ის გვიზიარებს თავის გამოცდილებას:
„ამჟამად ვიმყოფები არკანზასის უნივერსიტეტში, რომელიც მდებარეობს ფაიეტვილში – ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად ქალაქში არკანზასის შტატში. ვსწავლობ კომპიუტერულ მეცნიერებებს ერთსემესტრიან გაცვლით პროგრამაში, სახელწოდებით Global UGRAD. მაქვს საკმაოდ საინტერესო საგნები და აქ ყოფნის განმავლობაში რამდენიმე შეჯიბრში მივიღე მონაწილეობა, სადაც ჩემმა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა არკანზასის შტატში 2022 წლის ICPC Mid-Central USA რეგიონალურ კონკურსში. თუმცა, რა თქმა უნდა, გაცვლითი პროგრამების მთავარი ხიბლი და ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის კულტურის გაცნობა — რაც შევძელი, მოგზაურობისა და სხვადასხვა წარმომავლობის მქონე ადამიანების გაცნობის გზით მთელ ამერიკაში.“
