ივერი შაინიძე განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სტუდენტი მონაწილეობდა გაცვლით პროგრამაში Free University in Berlin-ში

ივერი  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) საერთაშორისო ურთიერთობების (ინგლისურენოვანი) პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტია. მიმდინარე სემესტრში ის სწავლობს ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, Copernicus Berlin-ის სტიპენდიის ფარგლებში.

უნივერსიტეტში სწავლასთან ერთად, ეს პროგრამა მაძლევს შესაძლებლობას, პრაქტიკა გავიარო მიმღებ ორგანიზაციაში. ამავე ორგანიზაციაში ვმუშაობ სტაჟიორად და ფორმალური განათლების პარალელურად არაფორმალური განათლების მეთოდებსაც ვეუფლები. უკვე განვახორციელეთ ერთი პროექტი ესპანეთში, ხოლო მომავალში ვგეგმავთ მსგავსი აქტივობების განხორციელებას როგორც გერმანიაში, ისე სხვა ევროკავშირის ქვეყნებში.

რა თქმა უნდა, ამ პროგრამის მოპოვება ადვილი არ ყოფილა, თუმცა IBSU-მ მომცა თავდაჯერებულობა და მოტივაცია, რომ ასეთ გამოწვევებს გავმკლავებოდი. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ინგლისურენოვანი პროგრამაზე სწავლის გამოცდილება, რაც ამ პროგრამის მთავარი კრიტერიუმი იყო და ამან ახალი გარემოსთან ადაპტაცია გამიადვილა. მადლობას ვუხდი IBSU-სა და მთელ აკადემიურ პერსონალს ამ შესაძლებლობისთვის!