ასმიტი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტ

ჩემი სამშობლო, ინდოეთი, დავტოვე და ჩემი ოცნებების ასრულების მიზნით ჩემი ცხოვრება შევწირე, რაც არ იყო ადვილი არჩევანი, მაგრამ როგორც კი შევხვდი  ჩემს თანაკლასელებს, პროფესორებს და, რაც მთავარია, საერთაშორისო ურთიერთობების ოფისს, ჩემი თავდაჯერებულობა და მორალი გაიზარდა. როცა  შევდიოდი მათ ოფისში დამტვრეული ქართული აქცენტით და ვამბობდი „დილა მშვიდობისა“, ისინი ყოველთვის მხვდებოდნენ ღიმილით, რაც ყოველთვის მიყვარდა.  უნივერსიტეტის კამპუსის ერთ-ერთი საყვარელი ნაწილი არის ბიბლიოთეკა. და როგორც ყოველთვის, ბიბლიოთეკაში ძალიან კეთილი ბიბლიოთეკარები არიან, რომლებიც ყოველთვის მზად არიან დაგეხმარონ. ერთი რამ, რაც მომწონს ბიბლიოთეკაში, არის ის, რომ აქ არის წიგნები თითქმის ყველა დისციპლინაზე, რაც საშუალებას გაძლევთ შეისწავლოთ თქვენი ინტერესები. არასოდეს ვფიქრობ, რომ ვყოფილვარ არასწორ ადგილას. ყოველ ჯერზე როცა შევდივარ კოლეჯში,  ვფიქრობ: “მე ვარ ზუსტად იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავი.”

 

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სტაჟიორი მარიამ ბადაგაძე