გან ტანდონი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტია.
ჩემი სახელია გან ტანდონი და ვარ საერთაშორისო სტუდენტი, წარმოშობით ინდოეთიდან (რაჯასტანი), IBSU-ში სწავლა ჩემთვის აკადემიური და კულტურული თვალსაზრისით საოცრი გამოცდილება იყო.
IBSU გამოირჩევა თავისი მრავალფეროვანი და ინკლუზიური გარემოთი, სადაც პროგრამები გლობალურ პერსპექტივებს ადგილობრივ ხედვასთან აერთიანებს, რაც მას იდეალურ ადგილად აქცევს ჩემნაირი საერთაშორისო სტუდენტებისთვის. უნივერსიტეტი გთავაზობთ მრავალ ინგლისურენოვან პროგრამას, რაც არა მხოლოდ ჩემს აკადემიურ განვითარებაში მეხმარება, არამედ მაძლევს შესაძლებლობას, გავაუმჯობესო კულტურათაშორისი კომუნიკაციის უნარები.
პროფესორები ძალზე მხარდამჭერები არიან – ისინი ხელს უწყობენ ღია დისკუსიებს, კრიტიკულ აზროვნებასა და პრაქტიკულ სწავლებას. უნივერსიტეტი აქტიურია და სტუდენტებს სთავაზობს მრავალ შესაძლებლობას ჩართულობისთვის – კულტურული ღონისძიებებიდან აკადემიურ კლუბებამდე, რაც დამეხმარა ინტეგრაციაში და მეგობრობის დამყარებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ადამიანებთან.
თბილისში ცხოვრება საოცარი გამოცდილებაა – ეს არის ქალაქი, რომელიც ულამაზესად აერთიანებს მდიდარ ისტორიას და თანამედროვე ცხოვრებას, ხოლო სტუმართმოყვარე ადგილობრივები თავს სახლში გაგრძნობინებენ.
IBSU-ში გატარებულმა დრიმ ნამდვილად გააფართოვა ჩემი თვალსაწიერი, და მე მადლობელი ვარ იმ მეგობრობითა და ცოდნით, რაც აქ შევიძინე. დარწმუნებით ვურჩევდი საერთაშორისო სტუდენტებს, გამოიკვლიონ ყველა შესაძლებლობა, რასაც IBSU და საქართველო სთავაზობს.

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სტაჟიორი მარიამ ბადაგაძე