სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. მოსწავლეთა ზამთრის XII ოლიმპიადა ინფორმატიკაში:...
მოსწავლეთა ზამთრის XII ოლიმპიადა ინფორმატიკაში: საცდელი და ძირითადი ტურები
  • 20/02/2025

მოსწავლეთა ზამთრის XII ოლიმპიადა ინფორმატიკაში: საცდელი და ძირითადი ტურები

23 თებერვალს, დილის 09:30-10:00 გაიმართება საცდელი ტური, სადაც შეძლებთ მოსინჯოთ სიტემაში შესვლა და მასთან ურთიერთობა. 10:00-15:00 გაიმართება ძირითადი ტური.

საცდელ და ძირითად ტურებზე შესასვლელი ბმულები იხილეთ ქვემოთ:

საცდელი ტური (09:30 – 10:00)
http://213.157.215.237/cgi-bin/new-client?contest_id=56

ძირითადი ტური (10:00 – 15:00)
მე-8 კლასამდე:
http://213.157.215.237/cgi-bin/new-client?contest_id=160

9-10 კლასები:
http://213.157.215.237/cgi-bin/new-client?contest_id=161  

11-12 კლასები:
http://213.157.215.237/cgi-bin/new-client?contest_id=162  

შენიშვნა:

გაითვალისწინეთ, რომ C++ ენაზე ამოცანების ამოხსნის კოდის სათაურში:„int main(){„  ან „main(){„ ჩანაწერში არცერთ ორ ფრჩხილს შორის, აქ:   (){  არ აკრიფოთ ჰარი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ამოხსნა სერვერზე ვერ აიტვირთება.

მუდმივად ადევნეთ თვალი თქვენს ელ-ფოსტას, სადაც ინდივიდუალურად დაგეგზავნებათ საცდელ და ძირითად ტურებზე შესასვლელი მომხმარებლის სახელები და პაროლები!

თუ ასეთი ინფორმაცია არ მიიღეთ შაბათს საღამოს 11 საათამდე, აუცილებლად შეამოწმეთ სპამი. თუ იქაც არ იქნება, მოიწერეთ ფოსტაზე: mandariag@gmail.com და მომხმარებლის სახელს და პაროლს მოგაწვდით დამატებით.

გაითვალისწინეთ, რომ მკაცრად აკრძალულია მომხმარებლის სახელის და პაროლის სხვისთვის გაზიარება. ამ შემთხვევაში მონაწილე მოიხსნება შეჯიბრებიდან. ასევე შეჯიბრიდან მოიხსნებიან პლაგიარიზმში (გადაწერაში) შემჩნეული მოსწავლეები (გადამწერიც და ვინც გადააწერინა ისიც). ნაშრომები პლაგიარიზმზე გადამოწმდება სპეციალური პროგრამითაც და თვალითაც. თუმცა, იმედი გვაქვს, რომ ყველა მოსწავლე დაიცავს პატიოსანი წერის პრინციპს და ასეთ ფაქტებს ადგილი არ ექნება. საცდელ ან ძირითად ტურზე სისტემაში შესვლის დროს წარმოქმნილი პრობლემების

შემთხვევაში მოგვწერეთ ელფოსტაზე: gurkot@gmail.com

ყურადღებით ადევნეთ თვალი ჩვენს მომდევნო განცხადებებს!!!

გისურვებთ წარმატებებს!!!