მეორე, მესამე და მეოთხე კურსელებს აქვთ შესაძლებლობა წინა წლის GPA გათვალისწინებით მიიღონ დაფინანსება;
წინა სასწავლო წლის აკადემიური მოსწრების შედეგების გათვალისწინებით გამოვლინდება რეიტინგული სტუდენტები სკოლებისა და კურსების მიხედვით (კურსზე TOP 3 სტუდენტი, სკოლაში – 9 რეიტინგული სტუდენტი). რეიტინგში მონაწილეობისთვის წინა წლის GPA სტუდენტს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 3.8, ამასთან, უნდა ჰქონდეს მიღებული მონაწილეობა სამეცნიერო კონფერენციაში.
წინა წლის შედეგების გათვალიწინებით შედგენილი რეიტინგის მიხედვით, TOP სამეულში პირველ ადგილზე გასულ სტუდენტს მთლიანად დაუფინანსდება მომდევნო სასწავლო წელი, მეორე ადგილზე გასულს – 50%, მესამე ადგილზე გასულს კი 30%.