სიახლეები
- მთავარი
- /
- სამეცნიერო სიახლეები
- /
- IBSU-ს პროფესორმა ნიკა ჩიტაძემ კემბრიჯის...

- 25/02/2025
IBSU-ს პროფესორმა ნიკა ჩიტაძემ კემბრიჯის უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აფილირებულმა პროფესორმა და საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორმა ნიკა ჩიტაძემ მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა კემბრიჯის უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “მომავალი მსოფლიოს განვითარების პერსპექტივები 2025 და მომდევნო წლები.”
პროფესორმა ნიკა ჩიტაძემ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით წარმოადგინა მოხსენება პანელზე – “ბრძოლა თავისუფალი და ღია საზღვაო სივრცისათვის,” სადაც მან თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით გაანალიზა შავი ზღვა/კასპიის რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება.