
ღონისძიებები
- მთავარი
- /
- პანელური დისკუსია: “Women in Tech”...
პანელური დისკუსია: “Women in Tech” – ინოვაციები და სტარტაპ ეკოსისტემა

🚀👩💻 პანელური დისკუსია: “Women in Tech” – ინოვაციები და სტარტაპ ეკოსისტემა
🌱 ინოვაციებისა და მეწარმოების ცენტრი “სტარტაპ საათის” ფარგლებში გიწვევთ პანელურ დისკუსიაზე ინოვაციებისა და სტარტაპ ეკოსისტემის წამყვან ლიდერებთან ერთად.
🎙️ სპიკერები, რომლებიც საკუთარი იდეებით ცვლიან ეკოსისტემის რეალობას:
✨ იაკო ჯიქია – სტარტაპ Helio AI-ს დამფუძნებელი და CEO.
Helio AI არის პირველი ციფრული AI რეკრუტინგის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს აპლიკანტების მართვის სისტემას (ATS), ადგილობრივ ენაზე მორგებულ AI-ს და გეიმიფიცირებულ (Gamified) პიროვნების ტესტს. Helio-მ უკვე მოიზიდა 1 000 000 ლარამდე ინვესტიცია.
თემა: ⚡ სტარტაპ მომავალი: From Zero To Hero
✨ მედეა ჯანჯღავა – Future Laboratory-ის მმართველი დირექტორი.
Future Laboratory არის ინოვაციური საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ახორციელებს სტარტაპ აქსელერატორებსა და ვენჩურული დაფინანსების პროგრამებს საქართველოში დაფუძნებული სტარტაპებისთვის.
თემა: ⚡ ინვესტორებთან ეფექტური კომუნიკაცია: როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება
📢 დასასწრებად აუცილებელია დარეგისტრირდეთ ბმულზე: https://shorturl.at/qnGcr
🔥 რას მიიღებ შეხვედრაზე?
✅ როგორ დავიწყოთ სტარტაპი ნულიდან real-based მაგალითებზე
✅ როგორ შევქმნათ იდეა, რომელიც ინვესტორების ყურადღებას მიიქცევს
✅ როგორ დავძლიოთ დაფინანსების მოპოვების გამოწვევები
✅ რა ტექნოლოგიები ცვლიან სტარტაპების ეკოსისტემას დღეს
🤝 ვისთვის არის განკუთვნილი ეს ღონისძიება?
🔹 სტუდენტებისთვის, რომლებიც საკუთარ სტარტაპზე ოცნებობენ
🔹 დამწყები მეწარმეებისთვის, რომლებიც მზად არიან გადადგან შემდეგი ნაბიჯი
🔹 ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია ინოვაციებით, მეწარმეობითა და სტარტაპების სამყაროთი.
🗓️ თარიღი: 4 მარტი, 2025
⏰ დრო: 13:30
📍 ლოკაცია: საკონფერენციო დარბაზი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი