სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. IBSU ბლოგი
  4. /
  5. #GlobalUGRAD: ნინო სისაური | სამხრეთ...
#GlobalUGRAD: ნინო სისაური | სამხრეთ დაკოტას უნივერსიტეტი
  • 26/02/2025

#GlobalUGRAD: ნინო სისაური | სამხრეთ დაკოტას უნივერსიტეტი

IBSU-ს ფინანსების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა ნინო სისაურმა Global UGRAD-ის გაცვლით პროგრამაში გაიმარჯვა და შემოდგომის სემესტრი ამერიკაში, სამხრეთ დაკოტას უნივერსიტეტში გაატარა.

“წარმოუდგენლად მადლიერი ვარ ამ შესაძლებლობის, რომელმაც განმავითარა და დიდი გამოცდილება შემძინა. გავიზარდე როგორც პიროვნულად, ისე პროფესიულად. შევიძინე უამრავი მეგობარი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და ღირებული ცოდნა, რომელმაც საშუალება მომცა საკუთარი თავი სასურველ პროფესიაში დამენახა. სამხრეთ დაკოტას უნივერსიტეტში ყოფნის პერიოდში უფრო მეტად დამაინტერესა ბუღალტერიამაც. საბედნიეროდ, ჩემს პროფესორებთანაც დავამყარე მჭიდრო კავშირი, რაც დამეხმარება და ხელს შეუწყობს ჩემს სამომავლო გეგმებს. ამ პროცესში IBSU-ს წვლილი მნიშვნელოვანია, რადგან ჩემმა უნივერსიტეტმა მომცა საშუალება სწავლა ამერიკაში გამეგრძელებინა; ასევე ხელს მიწყობს გარკვეული საგნის კრედიტები და ქულები გადმოვიტანო ამავე უნივერსიტეტში, რაც დამეთანხმებით გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტისთვის მნიშვნელოვანია. მე UGRAD 2024-ის ყველაზე პატარა წევრი ვიყავი საქართველოდან, ვინაიდან იქ ბაკალავრიატის მესამე სემესტრი, მეორე კურსი, 18 წლისამ გავიარე და ეს სრულიად ახალი ფურცელი იყო ჩემს ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, აქ არ გავჩერდები! მოუთმენლად ველოდები შემდეგ გასაოცარ თავგადასავალს!”