მულტიდისციპლინური კვლევის ცენტრი

  1. მთავარი
  2. /
  3. კვლევა
  4. /
  5. მულტიდისციპლინური კვლევის ცენტრი

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა მულტიდისციპლინური კვლევის ცენტრი დაარსდა როგორც საერთაშორისო კერა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში კვლევებისა და ინოვაციების მოსატანად, განსაკუთრებული აქცენტით შავი ზღვის რეგიონზე, ახლო აღმოსავლეთზე, ევროპასა და ამერიკაზე. ხერხემალი, რომლის მეშვეობითაც ცენტრი ახორციელებს ამ მიზნებს არის ურთიერთდაკავშირებული კვლევითი მიმართულებები, რომლებიც მოიცავენ მსოფლიო ისტორიას, საერთაშორისო ურთიერთობებს, ფილოსოფიისა და ანთროპოლოგიის ისტორიასა და წარმოშობას, სოციალურ და ეკონომიკურ ტრანსფორმაციას, ლინგვისტიკასა და კულტურულ დოკუმენტაციას და ციფრულ ჰუმანიტარულ მეცნიერებებს. კვლევის სფერო ასევე მოიცავს იმპერიულ და გლობალურ კვლევებს.

ქვემიმართულება არის ეკონომიკური კვლევები, რომელიც მულტიდისციპლინური კვლევის ცენტრის ნაწილია.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიდისციპლინურმა კვლევითმა ცენტრმა არსებობა დაიწყო მულტიდისციპლინური დიალოგის შესაქმნელად უნივერსიტეტის ფაკულტეტებსა და სკოლებში, განსაკუთრებით სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, აგრეთვე, ხიდების ასაგებად სხვა სტრუქტურულ ერთეულებს შორის სამეცნიერო სფეროს ფარგლებში.

ეს გულისხმობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტის დისციპლინური  პერსპექტივების შედგენას და ახალი იდეების გავრცელებას აუდიტორიისთვის მთელს კავკასიაში, ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში და ა. შ.

 

მისია

მულტიდისციპლინური კვლევითი ცენტრი მიზნად ისახავს ახალი რესურსების შექმნას, მულტიდისციპლინური კვლევისა და დისციპლინური ინოვაციების სტიმულირებას, ახალი ინტელექტუალური ქსელებისა და კავშირების დამყარებას, ახალ სოციალურ და პოლიტიკურ გამოწვევებზე რეაგირებას, ჰუმანიტარულ კვლევებში ახალი საზოგადოების ჩართვასა და საჯარო პოლიტიკის ფორმირების ხელშეწყობას.

ცენტრი ხელს უწყობს სხვადასხვა მულტიდისციპლინურ კვლევით ქსელებს და კოლაბორაციულ სამეცნიერო კვლევებს თაობებს შორის აკადემიაში, გაზაფხულისა და შემოდგომის სკოლებთან ერთად, რომლებიც შექმნილია ახალი კავშირების დასამყარებლად და ახალი ინტელექტუალური გზების გასახსნელად.

კვლევითი საზოგადოება მოიცავს სტუდენტებს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და, ასევე, დოქტორანტურის საფეხურზე.  სტუდენტები და პოსტდოქტორანტები მუშაობენ მათ მრავალფეროვან მულტიდისციპლინურ პროექტებზე, რომლებიც ხშირად მოიცავს საერთაშორისო თანამშრომლობას.