სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. გიორგი ამილახვარი შავი ზღვის საერთაშორისო...
გიორგი ამილახვარი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კონსულტანტად დაინიშნა
  • 17/03/2025

გიორგი ამილახვარი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კონსულტანტად დაინიშნა

განათლების ყოფილი მინისტრი გიორგი ამილახვარი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კონსულტანტად დაინიშნა. 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელმაც  სამი თვის წინ გაიარა ხელახალი ავტორიზაცია,  ამბიციური გეგმები აქვს. გიორგი ამილახვარი, რომელსაც საგანმანათლებლო სფეროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება გააჩნია და დარგის პროფესიონალია,  უნივერსიტეტს დაეხმარება ახალი გამოწვევების დაძლევასა და განვითარებაში. 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამჟამად ფუნქციონირებს 45 აკრედიტებული  საგანმანათლებლო  ქართულენივანი და ინგლისურენოვანი პროგრამა, როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე.