სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. რუსუდან გოცირიძის ლექცია – ‘ლიდერობის...
რუსუდან გოცირიძის ლექცია – ‘ლიდერობის დინამიკა და გენდერული უთანასწორობა’
  • 27/03/2025

რუსუდან გოცირიძის ლექცია – ‘ლიდერობის დინამიკა და გენდერული უთანასწორობა’

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანასწორობის კლუბის ორგანიზებით, საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ ჩაატარა ლექცია თემაზე – „ლიდერობის დინამიკა და გენდერული უთანასწორობა: გავლენა და გამოწვევები”.

ინტერაქტიურ შეხვედრაზე განიხილეს რეკომენდაციები და გზები, რომლებიც ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას ლიდერულ პოზიციებზე; ქალების როლი ქართული პარლამენტარიზმის, მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაში და საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპები და მათი გავლენა ქალთა ლიდერობაზე.