განცხადებები
- მთავარი
- /
- განცხადებები
- /
- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სამაგისტრო...
04/04/2025
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სამაგისტრო გამოცდისთვის მოსამზადებელ უფასო კურსს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს უფასო მოსამზადებელ კურსს მაგისტრანტებისთვის, რომელიც ფარავს სამაგისტრო გამოცდით გათვალისწინებულ ყველა კომპეტენციას და შედგება ორი სესიისგან. თითოეული სესიის ხანგრძლივობა არის ოთხი საათი.
სესია 1: წაკითხულის გააზრება | ანალიტიკური წერა
სესია 2: ლოგიკური მსჯელობა | რაოდენობრივი მსჯელობა
აღნიშნული კურსი არის საავტორო და მოიცავს ორიგინალურ ტექნიკებს და სქემებს.
ტრენერი: მარი დგებუაძე | მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ტრენერი, მსოფლიოს განათლების კვლევის ასოციაციის (WERA) საპატიო წევრი, ექსპერტი
ტრენინგები ჩატარდება 27 აპრილს და 3 მაისს
ტრენინგზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაცია: https://forms.gle/9LdnUJ9pzfCRcLzX6