სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
  4. /
  5. აკადემიური წერის მასტერკლასი სამართლისა და...
აკადემიური წერის მასტერკლასი სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სტუდენტებისთვის
  • 08/04/2025

აკადემიური წერის მასტერკლასი სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სტუდენტებისთვის

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სტუდენტებისთვის აკადემიური წერის მასტერკლასი გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი, სამართლის დოქტორი, აფილ. პროფესორი ირაკლი შამათავა.

მასტერკლასის ფარგლებში განხილულ იქნა საბაკალავრო ნაშრომის მომზადების მეთოდოლოგია, ხელმძღვანელის როლი, სამეცნიერო პუბლიკაციების შექმნის და გამოქვეყნების პროცესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები.

ასევე, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონულ სამეცნიერო ბაზებზე წვდომის, ანტიპლაგიატის პროგრამა TURNITIN-ის ეფექტური გამოყენების და აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის სტანდარტები. მასტერკლასის მიზანია განუვითაროს სტუდენტებს ეფექტური აკადემიური კომუნიკაციის უნარი, რაშიც იგულისხმება აკადემიური წერის, ინფორმაციის მოძიების, ანალიზისა და პრეზენტაციის უნარები. მასტერკლასის შედეგად მონაწილეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება კვლევისა და წერის პროცესის ეფექტურად მართვის შესახებ, რაც მათ აკადემიური მიზნების მიღწევაში დაეხმარება.