სიახლეები
- მთავარი
- /
- სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
- /
- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა “ლეგის...

- 20/03/2025
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა “ლეგის აკადემიის” ტრენინგს უმასპინძლა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა “ლეგის აკადემიის” ტრენინგს უმასპინძლა, რომელიც სისხლის სამართლის სამთვიანი ინოვაციური კურსის ფარგლებში, ჯგუფურად დაყოფილ მონაწილეებს პროცესზე გამოსვლის სპეციფიკასთან მიმართებით ჩაუტარდათ.
სალექციო თემის სპეციფიკიდან გამომდინარე, სპეციალურად შეირჩა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის კლინიკის ლაბორატორია, რომელიც ადაპტირებული სივრცეა ადვოკატირების პრაქტიკული სამუშაოსთვის და სტუდენტს განსაკუთრებით მოლაპარაკებისა და სტრატეგიის დასახვის უნარებს უვითარებს.
მონაწილეებს სიტყვით მიმართა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანმა, აფილირებულმა პროფესორმა ირაკლი შამათავამ.