სიახლეები

- 14/04/2025
სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი დედა ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი, პროფესორი ირაკლი შამათავა დედა ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო ბესარიონ კივილაძის და ალექსანდრე თანდაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N32 საჯარო სკოლაში.
დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ჩატარდა თემატური გაკვეთილები, პრეზენტაციები, ასევე ფერწერული ნამუშევრების ექსპოზიცია. ღონისძიების ფორმატში დადგმული იყო სასცენო-ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები. ირაკლი შამათავამ მცირე მოხსენება გააკეთა სახელმწიფო ენის სტატუსის შესახებ და აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აგრეთვე აფხაზური. სიმბოლურია ის საკითხიც, რომ 32-ე საჯარო სკოლა ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსნის, ბესარიონ კივილაძის და 2008 წლის ომში დაღუპული კაპიტნის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსნის, ალექსანდრე თანდაშვილის სახელს ატარებს.