სიახლეები

- 16/04/2025
IBSU-მ MS Excel-ის კურსის პირველი ნაკადის მონაწილეები სერტიფიკატებით დააჯილდოვა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა MS Excel-ის ტრენინგ-კურსის პირველი ნაკადის მონაწილეები სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს MS Excel პროგრამის საწყისი და მაღალი დონის ფუნქციონალები.
ტრენინგზე მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნით, ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელს შეუძლია MS Excel-ში მონაცემების დამუშავება, დეტალური ანგარიშების გენერირება, სამუშაო ფაილის აგება, ანალიზი, ვიზუალიზაცია და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება.
ტრენინგს უძღვებოდა ცოტნე შერმადინი, IVH ჰოლდინგის ფინანსური დირექტორი, Award ჰოლდინგის ფინანსური ანალიზის დეპარტამენტის უფროსი.
MS Excel ტრენინგ-კურსის მომდევნო ნაკადის რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს.