
ღონისძიებები
- მთავარი
- /
- ინგლისური ენის უფასო იმიტირებული გამოცდა
ინგლისური ენის უფასო იმიტირებული გამოცდა

აბიტურიენტებო, 1 და 8 ივნისს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდება ინგლისური ენის უფასო იმიტირებული გამოცდა.
დარეგისტრირდი, შეამოწმე შენი ცოდნა გამოცდებამდე და მიიღე გამოცდილება, რაც წინასაგამოცდო სტრესის მოხსნაში დაგეხმარება.
იმიტირებული გამოცდა ჩატარდება სპეციალურად ორგანიზებულ საგამოცდო სივრცეში.
მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. #2
საუკეთესო შედეგის მქონე აბიტურიენტები მიიღებენ IBSU-ს სასწავლო ვაუჩერებს.
დარეგისტრირდი წინასწარ: https://shorturl.at/c19jz