სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის...
IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანმა, ირაკლი შამათავამ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
  • 30/04/2025

IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანმა, ირაკლი შამათავამ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი, აფილირებული პროფესორი ირაკლი შამათავა, როგორც სამეცნიერო საბჭოს წევრი, მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.

კონფერენციის თემას წარმოადგენდა “Civil Procedural Law and ADR”, რომელსაც მოდერაციას უწევდა სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ასოცირებული პროფესორი სიმონ ტაკაშვილი. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის, არბიტრაჟის, აღსრულების, შრომით-სამართლებრივი დავების, სასამართლო პრაქტიკისა და ხელოვნური ინტელექტის თემატიკას შეეხებოდა, რომელიც შედარებით-სამართებრივ ჭრილში იყო განხილული.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ პოლონეთის, რუმინეთის, ლიეტუვის, პორტუგალიის, უკრაინისა და საფრანგეთის უნივერსიტეტის წარმომადგენლობა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დოქტორანტები.