განცხადებები
- მთავარი
- /
- განცხადებები
- /
- გრაფიკიული დიზაინის პროგრამის ღია კარის...
გრაფიკიული დიზაინის პროგრამის ღია კარის დღე
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გიწვევთ გრაფიკული დიზაინის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ღია კარის დღეზე, რომელიც 16 მაისს, 15:00 საათზე, IBSU-ში გაიმართება.
რა უნდა იცოდეთ გრაფიკული დიზაინის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის შესახებ:
დიპლომი 3 წელიწადში!
ერთადერთი ინგლისურენოვანი გრაფიკული დიზაინის პროგრამა საქართველოში
კარიერული შესაძლებლობები სწავლის დამთავრებამდე
ლექტორები – ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები
კომპლექსური კურიკულუმი, რომელიც აერთიანებს ვიზუალური კომუნიკაციის ყველა ასპექტს – ლოგოთი, რეკლამით და ტიპოგრაფიით დაწყებული ბაზრის კვლევითა და სხვა მარკეტინგული პროცესებით დამთავრებული.
გრაფიკული დიზაინის პროგრამის ხელმძღვანელები – მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალები – გაგაცნობენ სრულ ინფორმაციას პროგრამის მიზნების, ამოცანებისა და მიღების პროცედურების შესახებ.
ასევე, გაგიზიარებენ რჩევებს შემოქმედებითი კონკურსის წარმატებით დაძლევისთვის.
ღია კარის დღეზე მოსულ მე-12 კლასელებს გადაეცემათ 1000-ლარიანი ვაუჩერი, რომლის გამოყენებასაც ისინი შეძლებენ IBSU-ს გრაფიკული დიზაინის პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში!
ღია კარის დღეზე რეგისტრაცია: https://forms.gle/Q87DoArDq7MbYY299
დეტალები პროგრამის შესახებ: https://shorturl.at/CGwNU