სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. IBSU ბლოგი
  4. /
  5. #ErasmusStudent: იამზე სიჭინავა | მაზოვის...
#ErasmusStudent: იამზე სიჭინავა | მაზოვის უნივერსიტეტი
  • 01/05/2025

#ErasmusStudent: იამზე სიჭინავა | მაზოვის უნივერსიტეტი

გაიცანით IBSU-ს ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი იამზე სიჭინავა, რომელმაც გაცვლითი პროგრამით პოლონეთში ისწავლა. 

საზღვარგარეთ განათლების მიღება არის განსაკუთრებული შესაძლებლობა, რომელზეც შეიძლება სტუდენტი ოცნებობდეს. მადლობელი ვარ, რომ მომეცა საშუალება მონაწილეობა მიმეღო Erasmus+ პროგრამაში. პოლონეთში, მაზოვის უნივერსიტეტში სწავლამ შესაძლებლობა მომცა შევხვედროდი პროფესიონალ ლექტორებსა და გასაოცარ სტუდენტებს. კოლეგებთან შეხედულებებისა და კულტურული ცოდნის გაზიარებამ დამაფიქრა, რამდენად ურთიერთდაკავშირებულები ვართ ერთმანეთთან.

როგორც ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტი, მაზოვის უნივერსიტეტმა შემომთავაზა საგნები მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამიდან, რომელიც ძირითადად აქცენტირებულია პრაქტიკულ უნარებზე. სტუდენტებმა დავაორგანიზეთ იმიტირებული გაკვეთილები განსხვავებული სტრატეგიებისა და მეთოდების გამოყენებით, რამაც ინგლისური ენის სწავლება მეტად საინტერესო
გახადა. მობილობის დროს პოლონეთი განსხვავებული კუთხით დავინახე. მისი მდიდარი კულტურა და ულამაზესი ღირსშესანიშნაობები გამუდმებით მხიბლავს და შთამაგონებს. საზღვარგარეთ განათლების მიღება და განსაკუთრებული მოგონებების შექმნა იყო ჩემი ოცნება, რომელიც რეალობად ვაქციე. მადლობას ვუხდი IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროფესიონალთა გუნდს, რომელიც მხარში მედგა და მამხნევებდა მთელი პროცესის განმავლობაში. გუნდის ჩართულობამ ყველა საჭირო დოკუმენტის ორგანიზებისას ჩემი მობილობა უფრო მარტივი და სასიამოვნო გახადა.

საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვურჩევ სტუდენტებს მიიღონ მონაწილეობა Erasmus+ პროგრამაში. პროფესიულ ზრდასთან ერთად, მათ ექნებათ შესაძლებლობა უკეთესად შეიცნონ საერთაშორისო დონის სტანდარტები, გაეცნონ სხვა ქვეყნების მდიდარ კულტურებს და დააგროვონ დაუვიწყარი მოგონებები.”