სიახლეები
- მთავარი
- /
- სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
- /
- IBSU-მ ეტვოშ ლორანდის უნივერსიტეტისა და...

- 06/05/2025
IBSU-მ ეტვოშ ლორანდის უნივერსიტეტისა და კანარის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ეოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტისა (უნგრეთი) და კანარის საერთაშორისო უნივერსიტეტის (ესპანეთი) წარმომადგენლებს.
IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინი ჩალაბაშვილი, განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის დეკანი თამარ შიოშვილი და აფილირებული პროფესორები, მაია ჩქოტუა და ეკა ფიფია, შეხვდნენ ეოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს და უცხო ენებისა და ლიტერატურის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, არვა ვალერიას და კანარიის კუნძულების საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის ოფისის ხელმძღვანელს, მაკარენა ხიმენესს.
მხარეებმა ისაუბრეს პოტენციური აკადემიური თანამშრომლობის შესახებ და განიხილეს სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობები.