სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრმა Odoo...
ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრმა Odoo Bootcamp-ს უმასპინძლა
  • 13/05/2025

ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრმა Odoo Bootcamp-ს უმასპინძლა

IBSU-ს ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრმა უმასპინძლა საერთაშორისო Odoo Bootcamp-ს, რომელიც გაიმართა კომპანია FMG-ისა და გლობალური ERP პლატფორმა Odoo-ს ინიციატივით!

Bootcamp-ის ფარგლებში სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა:

გაცნობოდნენ თანამედროვე ბიზნესის მართვის ერთ-ერთ წამყვან სისტემას — Odoo-ს

მიეღოთ 24 თვიანი უფასო წვდომა პროგრამულ უზრუნველყოფასა და სასწავლო რესურსებზე

შეხვედროდნენ საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებს პირადად

ჩართულიყვნენ პრაქტიკულ ვორქშოპებში შემდეგ მიმართულებებში:

  • ბუღალტერია და ფინანსები
  • საწყობის მართვა (WMS)
  • CRM და გაყიდვები
  • ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია (BPM)
  • ადამიანური რესურსების მართვა (HR)

ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს Odoo-სა და IBSU-ს სამომავლო პარტნიორობა, რომელიც მიზნად ისახავს IBSU-ს ჩართვას Odoo-ს საგანმანათლებლო პროგრამაში (Odoo Educational Program) და ინოვაციური კომპონენტების ინტეგრაციას უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში.

განსაკუთრებული მადლობა ჩვენს სპიკერებს — ნასერალდინ კეიმას (Odoo, Dubai), დავით ჩაჩხუნაშვილსა და დავით ლაბაძეს (FMG Odoo), ასევე ყველა ექსპერტს, ვინც ვორქშოპების ჩატარებაში მიიღო მონაწილეობა — თქვენი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მონაწილეებისთვის.