
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ორგანიზებით, “მე-16 ელემენტის” დოკუმენტური ფილმის „თაობა კონფლიქტს მიღმა“ ჩვენება-დისკუსია გაიმართა.
დისკუსია მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა მშვიდობის მშენებლობა, კონფლიქტის ტრანსფორმაცია და თაობებს შორის გაუცხოების პრობლემა.
შეხვედრას ფასილიტაციას უწევდა ელიკო ბენდელიანი, მშვიდობისა და კონფლიქტების მკვლევარი.
“მე-16 ელემენტი” წარმოადგენს ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფს, რომლის მიზანია მშვიდობის მშენებლობისა და კონფლიქტების ტრანსფორმაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა.