სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. კარიერის დაგეგმვის სამსახური
  4. /
  5. საჯარო ლექცია თემაზე: “განვითარების საერთაშორისო...
საჯარო ლექცია თემაზე: “განვითარების საერთაშორისო დახმარება: საქმიანობის პრაქტიკული ასპექტები და კარიერული შესაძლებლობები”
  • 22/05/2025

საჯარო ლექცია თემაზე: “განვითარების საერთაშორისო დახმარება: საქმიანობის პრაქტიკული ასპექტები და კარიერული შესაძლებლობები”

IBSU-ს კარიერული დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე:“განვითარების საერთაშორისო დახმარება: საქმიანობის პრაქტიკული ასპექტები და კარიერული შესაძლებლობები.“

ლექციას უძღვებოდა ივანე შამუგია, დიპლომატიის მაგისტრი, საერთაშორისო კონსულტანტი პოლიტიკის მართვისა და ინსტიტუციური რეფორმების მიმართულებით.

შეხვედრა ინტერაქციული სახის იყო და დისკუსიის ფორმატში სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ ფუნქციონირებს საერთაშორისო დახმარების სისტემა, რა პრაქტიკული გამოცდილება დაეხმარებათ ამ სფეროში დასაქმებაში და როგორ დაიწყონ კარიერა, როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ დონეზე.