სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. „ციფრული მედიისა და კომუნიკაციის“ სამაგისტრო...
„ციფრული მედიისა და კომუნიკაციის“ სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი პროფ. დალი ოსეფაშვილი საერთაშორისო კონფერენციაზე
  • 27/05/2025

„ციფრული მედიისა და კომუნიკაციის“ სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი პროფ. დალი ოსეფაშვილი საერთაშორისო კონფერენციაზე

IBSU-ს „ციფრული მედიისა და კომუნიკაციის“ სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა პროფ. დალი ოსეფაშვილმა 20-24 მაისს მონაწილეობა მიიღო მედია მენეჯმენტისა და მედია ეკონომიკის მსოფლიო ასოციაციის კონფერენციაში (WMEMC2025), რომელიც წელს პოლონეთში, ვარშავის უნივერსიტეტში გაიმართა. 

კონფერენცია, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ იმართება თავს უყრის საინტერესო მოხსენებებს, სადაც დარგის სიახლეებს განიხილავენ.

დალი ოსეფაშვილმა მედიისა და Gen Z-თაობის პანელზე, რომელიც ინსტაგრამისა და ტიკტოკის გამოყენებას ეხებოდა, წარადგინა მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, სახელწოდებით: „ახალი ამბების მოხმარების გზების შეცვლა სოციალური მედიის ახალგაზრდა მომხმარებლებში (საქართველოს მაგალითი)“. 

თემა აქტუალურია და ახალია, რადგან ახალგაზრდები, როგორც digital native-ები  საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, ინფორმაციას არა ტელევიზიით, არამედ სოციალური მედიის მეშვეობით იღებენ. დალი ოსეფაშვილმა ამ თვისებრივი კვლევის შედეგად, წარმოადგინა რეკომენდაციები, თუ რა სტრატეგიებს უნდა მიმართავდნენ  ტრადიციული მედიები, თუ სურთ ახალგაზრდულ სეგმენტამდე მიაღწიოს მათი არხების მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ.