სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
  4. /
  5. ლუიჯი ვანვიტელის უნივერსიტეტის პროფესორებმა IBSU-ს...
ლუიჯი ვანვიტელის უნივერსიტეტის პროფესორებმა IBSU-ს სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანს იურიდიული ლიტერატურა გადასცეს
  • 30/05/2025

ლუიჯი ვანვიტელის უნივერსიტეტის პროფესორებმა IBSU-ს სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანს იურიდიული ლიტერატურა გადასცეს

ლუიჯი ვანვიტელის კამპანიის უნივერსიტეტის (Università degli Studi della Campania Luigi Vanvitelli, იტალია) შედარებითი კერძო სამართლის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ანდრეა ბორონმა და დოქტორმა ფაბიო ზამბარდინომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანს, პროფესორ ირაკლი შამათავას პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფარგლებში, უნივერსიტეტისთვის საჩუქრად იურიდიული ლიტერატურა გადასცეს.

წიგნები გამოქვეყნებულია იტალიურ და ინგლისურ ენებზე, განკუთვნილია სტუდენტებისთვის, სამეცნიერო პერსონალისა და საბანკო სამართლით დაინტერესებულ პირთათვის. ლიტერატურის მოძიება შესაძლებელია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ლუიჯი ვანვიტელის კამპანიის უნივერსიტეტი აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც ქართველი და იტალიელი პროფესორები სამომავლოდ არაერთ საჯარო ლექციას გამართავენ როგორც საქართველოში, ისე იტალიაში.

მხარეთა გადაწყვეტილებით, 2025 წლის სექტემბერში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვევა პროფესორი ფრანჩესკო პეტრუჩიანო, რომელიც გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: “A comparative legal approach to value, creditand digitalization“.