სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
  4. /
  5. IBSU-მ სტუდენტური პროექტის ‘იმიტირებული სასამართლო’...
IBSU-მ სტუდენტური პროექტის ‘იმიტირებული სასამართლო’ ფინალს უმასპინძლა
  • 16/06/2025

IBSU-მ სტუდენტური პროექტის ‘იმიტირებული სასამართლო’ ფინალს უმასპინძლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) სტუდენტური პროექტის ‘იმიტირებული სასამართლო’ ფინალს უმასპინძლა და გამარჯვებული მოსწავლეები ბრენდირებული საჩუქრებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვა. პროექტის ფინალურ შეხვედრას დაესწრო სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი, პროფესორი ირაკლი შამათავა.

პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგებს უძღვებოდა IBSU-ს სამართალმცოდნეობის მე-4 კურსის სტუდენტი ალექსანდრე ღიბრაძე.

IBSU-ს სტუდენტური პროექტი მიზნად ისახავს:

მონაწილეებს გააცნოს სასამართლო პროცესის სტრუქტურა;

  • განუვითაროს სამართლებრივი მსჯელობისა და კრიტიკული აზროვნების უნარები;
  • მონაწილეებს მიაწოდოს ინფორმაცია სასამართლო პროცესის ეტაპების შესახებ;
  • განუვითაროს მათში იურიდიული არგუმენტაციისა და მტკიცებულებების ანალიზის უნარები;
  • შეუქმნას პრაქტიკული სივრცე, სადაც ისინი რეალური სასამართლო პროცესის იმიტაციაში მიიღებენ მონაწილეობას.