სიახლეები

- 18/06/2025
IBSU-მ ოსტრავას ტექნიკურ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ოსტრავას ტექნიკურ უნივერსიტეტთან (VSB), რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი წამყვანი ტექნიკური უნივერსიტეტია.
VSB-ში მოქმედი პროგრამები მოიცავს ინჟინერიას, ტექნოლოგიებს, ეკონომიკას და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს.
ოსტრავას ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ინგლისურ და ჩეხურ ენებზე.