სიახლეები
- მთავარი
- /
- სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
- /
- საჯარო გამოსვლის კონკურსი საჯარო ადმინისტრირებისა...

- 27/06/2025
საჯარო გამოსვლის კონკურსი საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სტუდენტებისთვის
IBSU-ს სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლაში, საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის ბაკალავრიატის II კურსის სტუდენტებისთვის ჩატარდა საჯარო გამოსვლების კონკურსი.
სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები ამბის თხრობის ხელოვნებაზე, ცნობილ საჯარო გამომსვლელებზე, ასევე სხეულის ენის, ჟესტიკულაციის, დროის მენეჯმენტის, სტილის, ჩაცმის ეტიკეტების, ქარიზმატული, სპონტანური და მონოტონური საჯარო გამოსვლების, დარწმუნების ხელოვნების, არგუმენტირების, კრიტიკისა და სხვა უნარების შესახებ.
სკოლის დეკანმა, აფილ. პროფესორმა ირაკლი შამათავამ, სტუდენტებთან ერთად გამოავლინა პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები, დანარჩენებმა კი დაიმსახურეს სერტიფიკატები კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის:
I ადგილი – ნათია ტაბატაძე, ნასტია ნაყოფია;
II ადგილი – მაკა კობახიძე, მაკა ყაჭიური;
III ადგილი – მარიამ ქათამიძე, ნათია კუპატაძე.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი კონკურსების მიზანია სტუდენტებმა სრულყონ სიტყვის და გამოსვლის სტრუქტურის მომზადება, საჯარო პრეზენტაციის შიშის დაძლევა, აუდიტორიის დარწმუნება და ეფექტურად მართვა, რაც მათ სამომავლოდ გამოადგებათ პროფესიაში.