სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. IBSU-მ კომილას პონტიფიკურ უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა
IBSU-მ კომილას პონტიფიკურ უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა
  • 30/06/2025

IBSU-მ კომილას პონტიფიკურ უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა კომილას პონტიფიკურ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მადრიდში მდებარე უნივერსიტეტი აერთიანებს ICAI-ის საინჟინრო სკოლას, ICADE-ის ბიზნესისა და სამართლის სკოლასა და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს.

კომილას პონტიფიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები მოიცავს დისციპლინების ფართო სპექტრს, როგორებიცაა ინჟინერია, საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალი, ფსიქოლოგია და სოციალური მუშაობა.