სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. ბიზნესის სკოლა
  4. /
  5. IBSU-ს პროფესორების ავტორობით გამოიცა სახელმძღვანელო...
IBSU-ს პროფესორების ავტორობით გამოიცა სახელმძღვანელო “Tourism Case Studies in the Milieu of Georgia”
  • 07/07/2025

IBSU-ს პროფესორების ავტორობით გამოიცა სახელმძღვანელო “Tourism Case Studies in the Milieu of Georgia”

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელის, აფილირებული პროფესორის  ეკა დევიძის, ასოცირებული პროფესორის ლალი მიქელაძის და მოწვეული ლექტორის ნინო დევიძის ავტორობით გამოიცა სახელმძღვანელო: “Tourism Case Studies in the Milieu of Georgia.”

წიგნის პრეზენტაცია გაიმართა საქართველოს უნივერსიტეტში, ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის მხარდაჭერით.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი, ტურისტული კომპანიის “აღმოაჩინე საქართველო” დამფუძნებელი და თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები და აკადემიური პერსონალი.