სიახლეები

- 07/07/2025
ტურიზმის პროგრამების ხელმძღვანელი კონფერენციას “ტურიზმი და განათლება” დაესწრო
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელმა, აფილირებულმა პროფესორმა ეკა დევიძემ მონაწილეობა მიიღო მეხუთე ყოველწლიურ კონფერენციაში “ტურიზმი და განათლება”, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს ტურიზმის ასოციაციის მიერ (ღონისძიების მხარდამჭერი: პროფესიული უნარების სააგენტო და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება, GIZ).
ტურიზმის და მასპინძლობის სფეროში ადამიანური რესურსის განვითარებისათვის, კონფერენციამ ერთ პლატფორმად გააერთიანა სამი მიმართულება: კერძო სექტორი (ტურიზმი), ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პროფესიული სასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და საჯარო სექტორი (განათლების სამინისტრო, უნარების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია).