სიახლეები
- მთავარი
- /
- IBSU ბლოგი
- /
- #ჩემიუნივერსიტეტი: ლიზა წურწუმია | ინგლისური...

- 25/07/2025
#ჩემიუნივერსიტეტი: ლიზა წურწუმია | ინგლისური ფილოლოგიის პროგრამა
გაიცანით IBSU-ს ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ლიზა წურწუმია რუბრიკაში #ჩემიუნივერსიტეტი
“ნებისმიერი აბიტურიენტისთვის სწორი უნივერსიტეტის არჩევა გარდამტეხი პროცესია. მსურდა, ინგლისური ენისადმი ინტერესი პროფესიად მექცია და ჩემი აკადემიური გზა იმ უნივერსიტეტისთვის მიმენდო, რომელიც პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას ერთდროულად უზრუნველყოფდა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სწავლების თანამედროვე მეთოდებმა და კურსდამთავრებულთა კარიერულმა წარმატებამ გადამაწყვეტინა, მეც ვყოფილიყავი ის სტუდენტი, ვინც მომავალში აუცილებლად იამაყებდა აქ შეძენილი ცოდნით და გამოცდილებით.
ჩემი, როგორც დამამათავრებელი კურსის სტუდენტის გადმოსახედიდან, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ინგლისური ფილოლოგიის პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს ფართო თეორიულ ცოდნას ენის, ლიტერატურის, კულტურისა და ისტორიის მიმართულებით. ასევე, აქ შესაძლებელია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბება, რომლებიც ჩემთვის განსაკუთრებით ღირებული რესურსია როგორც აკადემიურ, ისე კარიერულ დონეზე.
სასწავლო გარემო გამორჩეულად დინამიური და ინტერაქციულია – ლექციები მოიცავს დისკუსიურ ფორმატს, ჯგუფურ პროექტებსა და პრაქტიკულ აქტივობებს. აგრეთვე, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ინდივიდუალური აკადემიური ინტერესების მიხედვით დამატებითი კურსები ავირჩიოთ. პირადად ჩემთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო თავისუფალი კრედიტის ფარგლებში არჩეული კურსი – „შესავალი თარგმანში“, რომელიც პირველი ნაბიჯი იყო თარგმანის სფეროსადმი ინტერესის გამოვლენაში. აღსანიშნავია, ინგლისური ენის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო მოდული, რაც მრავალმხრივ ზრდის პროფესიულ კომპეტენციებს. გარდა ამისა, უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს საერთაშორისო გაცვლით პროგრამებს, რაც ინტერკულტურული გამოცდილების მიღებისა და გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის შესაძლებლობას ქმნის.
IBSU-ს კომპეტენტური და პროფესიონალი ლექტორები გამოირჩევიან მაღალი აკადემიური კვალიფიკაციითა და საგნობრივი კომპეტენციით. მათი სტუდენტებზე ორიენტირებული მიდგომა და მუდმივი მხარდაჭერა ქმნის საუკეთესო საგანმანათლებლო გარემოს. სწორედ მათი მუდმივი ჩართულობა განსაზღვრავს სწავლების მაღალ ხარისხსა და სტუდენტთა პიროვნულ-პროფესიულ ზრდას.
საბოლოოდ, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ IBSU-ში სწავლა არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში. ეს არის ადგილი, რომელიც უსაზღვრო შესაძლებლობებს გვთავაზობს უკეთესი მომავლის შესაქმნელად.”