სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. IBSU ბლოგი
  4. /
  5. #ჩემიუნივერსიტეტი: თამთა ჩხენკელი | საერთაშორისო...
#ჩემიუნივერსიტეტი: თამთა ჩხენკელი | საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა
  • 25/03/2022

#ჩემიუნივერსიტეტი: თამთა ჩხენკელი | საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა

გაიცანით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი თამთა ჩხენკელი რუბრიკაში #ჩემი უნივერსიტეტი

“მსურდა მესწავლა ისეთ პროგრამაზე, რომელიც თანხვედრაში იქნებოდა ჩემს პიროვნულ თვისებებთან. შესაბამისად, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამაზე ჩავაბარე. IBSU-ს შესახებ მეგობრებისგან ბევრი ინფორმაცია მქონდა, ასევე მონაწილეობა მივიღე სასკოლო ოლიმპიადაში, სადაც გრანტი მოვიპოვე. უნივერსიტეტში ჩარიცხვიდან IBSU-მ მრავალი შესაძლებლობა მომცა პროფესიული უნარების განვითარების კუთხით. უნივერსიტეტი მაძლევს საშუალებას მივიღო ხარისხიანი განათლება, ვიყო წარმატებული ახალგაზრდა, მონაწილეობა მივიღო სხვადასხვა პროექტებში და ა.შ. IBSU ჩემთვის არის ადგილი, სადაც განათლება ნამდვილად იმარჯვებს.”