სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. IBSU ბლოგი
  4. /
  5. #ჩემიუნივერსიტეტი: მარიამ კაკიტაძე | ამერიკისმცოდნეობის...
#ჩემიუნივერსიტეტი: მარიამ კაკიტაძე | ამერიკისმცოდნეობის პროგრამა
  • 12/07/2025

#ჩემიუნივერსიტეტი: მარიამ კაკიტაძე | ამერიკისმცოდნეობის პროგრამა

გაიცანით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მარიამ კაკიტაძე რუბრიკაში #ჩემიუნივერსიტეტი

“Შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრიორიტეტად არჩევა ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება იყო.  ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა საშუალებას მაძლევს თეორიულ ცოდნასთან ერთად შევიძინო პრაქტიკული გამოცდილებაც.

ვსწავლობ საინტერესო საგნებს და ვიღრმავებ ცოდნას ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს – ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიის, პოლიტიკის, კულტურისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ. პროგრამა ინგლისურ ენაზეა, რაც ჩემი ენობრივი და პროფესიული უნარების განვითარებასაც უწყობს ხელს.

ასევე, პირველი კურსიდანვე პროფესიული საგნებიდან ვიღებთ ზოგად ცოდნას ამერიკის შესახებ. მაგალითად, “ამერიკისმცოდნეობის შესავალი” წარმოადგენს საფუძვლიან გაცნობას იმ ძირითადი თემებისა, რაც ამ დარგს ქმნის. ამ საგნის ფარგლებში ვსწავლობ ამერიკის პოლიტიკურ სისტემას, კონსტიტუციურ საფუძვლებს, ისტორიულ მოვლენებს, კულტურულ დინამიკას და მის გლობალურ გავლენას. ეს საგანი არის კარგი დასაწყისი მათთვის, ვისაც სურს გააცნობიეროს ამერიკის, როგორც სახელმწიფოს, კომპლექსური ბუნება და მისი როლი თანამედროვე მსოფლიოში. „ამერიკის ღირსშესანიშნაობები“ კი კულტურულ და ვიზუალურ ასპექტზეა ორიენტირებული. ამ საგნის მეშვეობით ვსწავლობთ ამერიკის ცნობილ ქალაქებს, ეროვნულ პარკებს, არქიტექტურულ და ისტორიულ ობიექტებს, რაც გვეხმარება უკეთ გავიგოთ ქვეყნის იდენტობა და მრავალფეროვნება.”