სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. IBSU ბლოგი
  4. /
  5. #ჩემიუნივერსიტეტი: ნინი გიორგაძე | ამერიკისმცოდნეობის...
#ჩემიუნივერსიტეტი: ნინი გიორგაძე | ამერიკისმცოდნეობის პროგრამა
  • 14/04/2025

#ჩემიუნივერსიტეტი: ნინი გიორგაძე | ამერიკისმცოდნეობის პროგრამა

გაიცანით ნინი გიორგაძე, ამერიკისმცოდნეობის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი რუბრიკაში #ჩემიუნივერსიტეტი

“აბიტურიენტობისას მინდოდა ჩემი მომავალი დამეკავშირებინა ისეთ უნივერსიტეტთან, რომლის ფოკუსს სტუდენტების განვითარება წარმოადგენდა. ახლა უკვე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) ამერიკისმცოდნეობის პროგრამის სტუდენტი ვარ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ IBSU-მ ჩემი მოლოდინი გაამართლა.

ამერიკისმცოდნეობის პროგრამა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ამერიკის ისტორიის ან კულტურის შესწავლა. ეს პროგრამა მაძლევს შანსს, გავეცნო მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ქვეყანას მრავალ ასპექტში. საგნები ძალიან მრავალფეროვანია და ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირებული. ვსწავლობთ აშშ-ს ისტორიას, პოლიტიკას, საზოგადოებასა და მედიას. ჩემთვის ძალიან საინტერესო საგანი იყო ამერიკული მხატვრული ლიტერატურა, სადაც სიღრმისეულად განვიხილეთ საზოგადოებისა და მხატვრული ტექსტების ურთიერთკავშირი. ასევე, პროგრამის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა, ვისწავლოთ თარგმანთმცოდნეობა ან PR (საზოგადოებასთან ურთიერთობა). ეს ყველაფერი კი უდიდესი გამოცდილების ტოლფასია.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ადგილი, სადაც საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენასა და განვითარებას ყოველდღე ვსწავლობ.”