სიახლეები
- მთავარი
- /
- IBSU ბლოგი
- /
- #ჩემიუნივერსიტეტი: თათია ბერიძე | ამერიკისმცოდნეობის...

- 08/07/2025
#ჩემიუნივერსიტეტი: თათია ბერიძე | ამერიკისმცოდნეობის პროგრამა
გაიცანით ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი თათია ბერიძე რუბრიკაში #ჩემიუნივერსიტეტი
“აბიტურიენტობისას მინდოდა შემერჩია ისეთი უნივერსიტეტი და პროგრამა, რომელიც არამხოლოდ ინგლისური ენის საფუძვლიანად შესწავლის შესაძლებლობას მომცემდა, არამედ უზრუნველყოფდა ფართო და მრავალმხრივ განათლებას. დღეს უკვე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ვარ და პირველი კურსის დასასრულს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ IBSU-ში ჩაბარება ჩემი ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო.
სასწავლო პროგრამა მართლაც საინტერესო და მრავალფეროვანია – ვსწავლობთ ამერიკის იდენტობას, პოლიტიკას, კულტურასა და ტრადიციებს. ეს ქვეყანა გამორჩეულია თავისი ისტორიით, კულტურული მრავალფეროვნებით და გლობალური გავლენით, რაც მის შესწავლას განსაკუთრებით საინტერესოს ხდის. მაგალითად, საგანი „ამერიკის ღირსშესანიშნაობები“ გვაცნობს როგორც ისტორიულ ძეგლებსა და მონუმენტებს, ისე რელიგიურ მრავალფეროვნებას, ჯაზს – როგორც ეროვნული იდენტობის ნაწილს – და მნიშვნელოვან ფიგურებს ამერიკის ისტორიიდან.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროგრამა გვთავაზობს დამატებითი პროფესიის, თარგმანთმცოდნეობის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) არჩევის შესაძლებლობას, რაც სწავლების პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს და პრაქტიკულს ხდის.”